- გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბელარუს სამხედროებს მოუწოდებს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.
„მოვუწოდებ ბელარუსელ სამხედროებს, არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით. შტაინმაიერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდა, დაიწყოს დიალოგი აქციის მონაწილეებთან.
„ბელარუსი ხალხი სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებს,“- აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.