დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განმარტებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა მოსულიყო “ევროპული საქართველოს” წევრი გელა თოლორაია, რომელიც “ენმ”-ს პარტიული სიით გახდა საკრებულოს დეპუტატი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ დატოვა პარტია და გადავიდა “ევროპულ საქართველოში”. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დეპუტატებსა და “ენმ” მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-qKmQFjd6G8[/embedyt]
“გელა თოლორაია არ უნდა შევიდეს, მას არ მივცემთ შესვლის უფლებას, ჩვენი ხმებით არის შესული. მას არ აქვს სხდომაზე დასწრების უფლება. ის მოღალატეა”. -უთხრა ჟურნალისტებს “ენმ” მხარდამჭერმა ეკა გვილიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jW8LkcitoUc[/embedyt]
საპასუხოდ, “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელმა ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ გელა თოლორაია აპირებდა სხდომაზე დასწრებას, მაგრამ მოერიდა დეპუტატების დაპირისპირებას და გადაიფიქრა. ბათლომე შელიამ “ენმ”-ს დღევანდელ საქციელს “სამარცხვინო” უწოდა.
დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდა “ენმ”-ს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა. სხდომაზე ზოდელავამ ათი წუთი ითხოვა მოქალაქეთა პრობლემებზე სასაუბროდ, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მას შეეძლო პრობლემებზე საუბარი ბოლოს, სხვადასხვა საკითხების განხილვის დროს. საპასუხოდ, მხარეებს შორის ცხარე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. “ენმ” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავას თქმით, “ადამიანების პრობლემების მოგვარება იგნორირებული აქვს ზუგდიდის საკრებულოს”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=T_me1o91vgo[/embedyt]
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ სხდომა ხუთ საათამდე გადაიტანა. “გადავდეთ სხდომა 5 საათამდე, თუ საჭირო გახდა, გადავდებთ 9 საათამდე. სამი დღეც რომ დასჭირდეს საკრებულოს ამისთვის, გადავდებთ, სანამ ჩვენი დღის წესრიგით არ იქნება სხდომა ჩატარებული”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VipV33bL2LE[/embedyt]