გეგა შენგელია მადლობას უხდის ზუგდიდელებს


  • ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებში ორ მთავარ საარჩევნო სუბიექტს შორის ხმები ასე განაწილდა:

სანდრა ელისაბედ რულოვსი,-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-#5-24 095(42,84%);
გიორგი შენგელია,-“ქართული ოცნება”-#4130470(54,18%);
ხმების დათვლის შემდეგ გიორგი შენგელიამ მასთან გამარჯვების მისალოცად შეკრებილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ მათთან ერთად მრავალ კარგ და საჭირო პროექტს განახორციელებს.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ისინი არ ეთანხმებიან არჩევნების წინასწარ შედეგებს, გეგა შენგელია ამბობს, რომ “ეს მათი უფლებაა. როგორც კი ოფიციალური მონაცემებით დადასტურდება ჩვენი გამარჯვება, ისინი ალბათ აღიარებენ დამარცხებას.”

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 54,18%-ით გიორგი შენგელია ლიდერობს. სანდრა რულოვსს – 42,84% აქვს. დანარჩენ კანდიდატებს ერთ პროცენტზე ნაკლები ხმების რაოდენობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!