“გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“


  • დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“, განახლდა.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.

სალექციო ფორმატში, მონაწილეები გაეცნობიან როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება.

პრაქტიკული ნაწილი – ბავშვები იმუშავებენ ასომთავრულ ნაწერებზე, გაშიფრავენ აფორიზმებსა და ქართულ ხალხურ ანდაზებს.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-5 კლასიდან)

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!