- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით (144%), ხოლო ღირებულება – 15.1 მლნ აშშ დოლარით (183%) გაიზარდა.
საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.