- დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.