- გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24 ივნისს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24 ივნისს +24, +26, ხოლო 25 და 26 ივნისს +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +18, +20, ხოლო 25 და 26 ივნისს +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.