გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 500 ლარით დაჯარიმდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, თამარ მეფის ქუჩაზე, ს/მ მაგნიტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს 2 კგ ან 2-კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას.

“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!