- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან (22 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე) ქვეყნის მასშტაბით 543 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, დარღვევების სტატისტიკა ასეთია:
- 85 ფაქტი -აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობა;
- 39 ფაქტი -მოსაკრებლის გადაუხდელობა;
- 15 ფაქტი -აკრძალულ ადგილას (ქალაქის ტერიტორიაზე) ნადირობა;
- 1 ფაქტი – ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობა.
სეზონის დაწყებიდან დღემდე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის 442 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა (ე.წ. „მანოკი“) ამოიღეს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის გამკაცრების მიზნით, დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს აქტიურად იყენებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე –153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).
