გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – ბოლო ხუთ წელიწადში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50.47%-ით შემცირდა


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება.

უწყების ცნობით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული.

“2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი გამოვლინდა. დალუქულია 62 უკანონო სახერხი საამქრო. 2024 წელს კი, 2 200 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის 93 უკანონო სახერხი საამქრო.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!