გარემოვაჭრეთა თემა ჯერ არ ამოწურულა


დღეს, დილით, გარემოვაჭრეები, მერიის შენობასთან შეიკრიბდნენ. ათამდე ქალბატონი ქალაქის მერს შეხვდა. მოვაჭრეები ითხოვდნენ მაისის თვემდე გარევაჭრობის ნებართვას. შეხვედრიდან გამოსულმა ქალბატონებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გარემოვაჭრეთა ნაწილი დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლების შემოთავაზებას, 

 შევიდნენ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე და იქ იმუშაონ.  მერის შემოთავაზებას დათანხმდნენ ხილ-ბოსტნეულის მოვაჭრეები. თუმცა, ტანსაცმლის მოვაჭრეებმა მერის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განმარტეს, რომ ისინი ისევ გააგრძელებენ მუშაობას. შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, მარიკა ტორუამ აღნიშნა, რომ მერმა მათ შესთავაზა ალტერნატიული ფართები. „მითხრეს, გადასახადისგან სამი თვე გათავისუფლდებითო, ფართებს გადახედეთო, თუ მოგეწონათ ადგილებიო. მერმა კატეგორიულად გვითხრა, არ იქნებაო გარევაჭრობაო“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7ofwWbykAqs[/embedyt]

ლაშა გოგიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ ინდივიდუალურად დაელაპარკებიან ზედამხედველობის სამსახური და ყველანაირი შეღავათები ექნებათ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jykBVnRnD0A[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!