დღეს, დღის მეორე ნახევარში, გარემოვაჭრეები, შეეცადნენ ისევ დაეკავებინათ ბაზრის გარეპერიმეტრი და გაეგრძელებინათ ვაჭრობა. მოხდა შეხლა–შემოხლა პოლიციელებსა და გარემოვაჭრეებს შორის. ორმა ქალბატონმა შესძლო დაეკავებინა თავისი ძველი სავაჭრო ადგილი, მათ საქონელიც გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ ეს გაგრძელდა სულ რამდენიმე წუთი, მათთან მივიდნენ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და გარემოვაჭრეები აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YC30iQx_P4s[/embedyt]