გაფრთხილების მიუხედავად, დილიდანვე გარემოვაჭრეები აგრძელებენ მუშაობას. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს აცხადებენ.
მოვაჭრეები დახლების დასაცავად, წუხელ გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები. მათი თქმით, ისინი ელოდნენ მერიის გადაწყვეტილებას დაკავებული ტერიტორიის დატოვებაზე.