გარემოვაჭრეები გრძელვადიანი აქციით იმუქრებიან


წუხელ, გვიან ღამით,  ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო დახლები და რ რკინის კონსტრუქციები,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო. გარემოვაჭრეები დილიდან აპროტესტებენ  მერიის გადაწყვეტილებას.ისინი, არ აპირებენ შევიდნენ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სავაჭროდ გადასვლას და ამბობენ, რომ აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ არ მიაღწევენ მიზანს. მათ საპროტესტო აქცია გამართეს მერიის შენობის წინ, შემდეგ გადაინაცვლეს გუბერნიის შენობის წინ. გარემოვაჭრეები ფიქრობდნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. ჟურნალისტებთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ მერიისგან არცერთ მათგანს არ მიუღია შემოთავაზება ალტერნატიულ ფართზე, არც საგადასახადოს შეღავათებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0UD8t3kPieM[/embedyt]

მოგვიანებით,გარემოვაწრეებთან  შეკრებილებთან იმყოფებოდა ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბათლომე შელია.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აკრძალა გარევაჭრობა და გარემოვაჭრეებს შესთავაზა ალტერნატული ფრათები ბაზრის შიდა ტერიტორიებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!