- 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მწერალი და მხატვარი რეზო გაბრიაძე.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო.
“რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.
როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო”,-ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.