- ახალგაზრდა და წარმატებული ზუგდიდელების რიცხვს გამოაკლდა მალხაზ ნუგზარის ძე მალაშხია. მალხაზ მალაშხია სწავლობდა ოქსფორდში, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.
2010-2013 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საელჩოში, ყაზახეთის რესპუბლიკაში. 2015-2019 წლებში-საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთში, საქართველოს საელჩოში.
2019 წლის აგვისტოდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს უფროსი.
“ზუგდიდელები” უსამძიმრებს მალხაზ მალაშხიას მშობლებს: ნუგზარ და ნანი მალაშხიებს დიდ ტკივილს.