“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლები, დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილებენ კოლეგას,– გარდაიცვალა ზურაბ ჯაბუა–”ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორის მოადგილე ტრანსპორტის დარგში. ბატონი ზურაბი, წლების განმავლიბაში, მუშაობდა “ზუგდიდასუფთავების ცენტრში” სხვადასხვა თანამდებობაზე. “ზურაბ, ჩვენო დიდო ტკივილო, ძნელია შენზე წარსულში საუბარი. ძნელია, იმის აღთქმა, რომ ჩვენს შორის აღარა ხარ. თუ რამ შეიძლება ადამიანზე კარგი ითქვას, ყველა საუკეთესო თვისებების მატარებელი იყავი შენ. გარშემო მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდი. ადამიანების თანადგომა და თანაგრძნობა უანგაროდ შეგეძლო. გვტკივა, ძალიან გვტკივა უშენობა.”–ასე ემშვიდობებიან თანამშრომლები ღვაწლმოსილ კოლეგას და თანამემამულეს.