- განმუხურის საბავშვო ბაღმა აღზრდილებს სკოლისაკენ გზა დაულოცა. საზეიმო ღონისძიება ბაღის აღსაზრდელების, მშობლების და თემის აქტიური ჩaრთულობით განხორციელდა.
საზეიმო ღონისძიებას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია, მეთოდისტებთან და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “საზღვრისპირა სოფლის საბავშვო ბაღში განხორციელებული აქტივობა თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, მშობელთა აქტიური ჩართულობით და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, რაც მისასალმებელია. მშობლებისა და პატარების მიერ წარმოდგენილი კომპოზიციები დატვირთული იყო შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით. ბაღიდან ბავშვების გაცილებაც ძალიან სანახაობრივი იყო. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე”.