განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა


  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო დოკუმენტაციის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო დოკუმენტაციისა და მომზადებული გარემოსდაცვითი და სოციალური ანგარიშების საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით ჩატარდა.

უწყების ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის საინტერესო საკითხებზე შესაბამისი განმარტებები მიიღეს.

ინფორმაციისთვის: პროექტი 66.5 ჰექტარზე ოთხსეზონიანი, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს. სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად- საბავშვო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.

დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეებით გამწვანება.

პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve − 12 =

Akismet ანტისპამი