- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს ზედამხედველობის ჯგუფის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე ბარამიას ქუჩაზე, გულუას სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვექტორის დასახლებაში განთავსდა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ბანერები.
“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ გარემოს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, მათზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით.