განათლების სამინისტრო-სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.
კერძოდ, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია.
ასევე, გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც თავის დროზე ონლაინ სწავლება აირჩიეს – საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, მოსწავლეებმა სწავლა სკოლის შენობებში არჩიეს.
ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა – აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია.
 დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით კვლავ 69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ.
 ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ”.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!