განათლების მინისტრს 4 ახალი მოადგილე ჰყავს


  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს 6 მოადგილე ეყოლება. მათგან ორი თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს გიორგი ამილახვარის დროსაც იკავებდნენ.

რაც შეეხება გიორგი მოდებაძეს, ბაია კვიციანს, გიორგი ჯინჭარაძესა და ანა მღებრიშვილს, ისინი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ალექსანდრე წულაძემ ჩაიბარა.

როგორც უწყების ვებგვერდზეა მითითებული, გიორგი მოდებაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

რაც შეეხება მინისტრის ახალი მოადგილეების სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, ანა მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ბიუროს უფროსის პოსტს იკავებდა; გიორგი მოდებაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად მუშაობა; ბაია კვიციანი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ხოლო გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!