განათლების მინისტრი ზუგდიდში მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მასწავლებლებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.

აღნიშნული შეხვედრები ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და მიზნად ისახავდა განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!