განათლების მინისტრი – ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.

„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით, გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა, ჩვენს მოსწაველეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონსიძიებებიც, კერძოდ, ეს გახლავთ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ გამოყენებულია დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონალინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფტის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის დისტანციური სწავლების განხორციელებაში ჩართული. განსაკუთრებით, ყველა მასწაველებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებს მონაწილეობას, როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში, ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედეგება და არცერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება”, – განაცხადა ჩხენკელმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!