გამოხმაურება წერილზე “სამარცხვინოა, ქულები დაგაკლონ იმისთვის, რომ სოროში არ ცხოვრობ”


  • 10 იანვარს, “ზუგდიდელებმა” გამოაქვეყნა წერილი სათაურით “სამარცხვინოა, ქულები დაგაკლონ იმისთვის, რომ სოროში არ ცხოვრობ”. წერილი გადაეგზავნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. სააგენტოს პრესსამსახურმა, გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, გამოგვიგზავნა შემდეგი შინაარსის განმარტება:

“თინათინ ყურაშვილს, 4 სულიან ოჯახს, განაცხადი შევსებული აქვს “სოფლად სახლის” პროექტზე. მას უარი ეთქვა კომისიის მიერ იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე, არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, რადგანაც 2005 წლიდან, ქირის გარეშე, ცხოვრობს ბიძაშვილის სახლში.
დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: დეკემბერში კომისიამ განიხილა 715 განაცხადი, საიდანაც დადებითი პასუხი ეთქვა 401-ს. მომდევნო ეტაპი იქნება გაზაფხულზე, რომელზეც განიხილება ეს ოჯახიც”.

დევნილი თინათინ ყურაშვილი “ზუგდიდელებთან” გაკეთებულ ინტერვიუში აპროტესტებდა რომ პროექტის “სოფლად სახლის” ფარგლებში ვერ დაკმაყოფილდა მისი განცხადება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!