გამოცხადდება კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის და გერბის ესკიზის შესაქმნელად


უახლოეს დღეებში, გამოცხადდება კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის და გერბის ესკიზის შესაქმნელად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. 

მკონკურსის პირობების შესახებ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა დეპუტატმა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კაკავამ. ისი თქმით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, განისაზღვრა კონკურსის პირობები. „კონკურსის პირობებში საუბარია ვადებზე, ასევე გამარჯვების გამოვლენის პირობებზე, ასევე ძირითად სტრუქტურაზე, ესკიზზე, როგორი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე იმ სიმბოლოებზე, ელემენტებზე, რომელიც უნდა გამოისახოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშაზე და გერბზე. აქ უნდა იყოს ჰერალდიკური ფრანგული ფარი, რაც დადგენილი წესია ყველა მუნიციპალიტეტისთვის. იქნება სადევიზო ბაფთა, სადაც იქნება წარწერა “ზუგდიდი” და სამკოშკიანი ქონგურებიანი გვირგვინი“. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ შეთავაზებული იქნება საინტერესო ვარინტები, ამასთანავე, მოუწოდებენ, მოსახლეობას მიიღონ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზონ საინტერესო ესკიზები. გამარჯვებულს კი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად გამოავლენენ.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!