- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები.
უწყების ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
“იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით.
განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.”
დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
დეტალურად: https://www.naec.ge/#/ge/post/3678
