გამოქვეყნდა კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებოს წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

უწყების ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ,  რომლებიც საკუთრებაში, 2021 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

“პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადების მიღების მეხუთე ეტაპზე, აპლიკაცია 278-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. მონიტორინგს  ყველა ის დევნილი ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა აქვს მინიჭებული. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი  სახლი აშენდება”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!