გამოფენა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით


 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდსა და ფოთში, გამოფენას მოაწყობს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური იუწყება, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი. სადაც ჩხენკელი კვინტრაზეს სთხოვს, რომ ითხოვს გადასცეს ეროვნულ საბჭოს რომ, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.

ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ზუგდიდში გამოფენა 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში, ხოლი ფოში 15 მაისს ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა.

ზუგიდიდსა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!