ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ ინგირის მაჟორიტარ დეპუტატთან და სოფლის რწმუნებულთან ერთად სოფელ ინგირის #1 საჯარო სკოლა და სოფელ ოირემეს საბავშვო ბაღი მოინახულეს. მათ სკოლის პრობლემები პირადად მოისმინეს, დაათვალიერეს სკოლისა და საბავშო ბაღის ინფრასტრუქტურა. ინგირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაადგილებისთვის სატრანსპორტო საშუალებას საჭიროებენ. ოირემეს საბავშო ბაღს კი, წყალმომარაგების პრობლემა აქვს. გამგებლის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სკოლას და ბაღს პრობლემების მოგვარება აღუქვეს.