- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიხეილ ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში მოეწყო სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების მარიამი გაბუნიას და ლიზი ნარმანიას პერსონალური ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის და ანიმალიტური ჟანრის ნამუშევრები, რომლებიც შესრულებული იყო გრაფიკასა და ფერწერაში.
გამოფენის მიზანი იყო ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.