ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში გაიხსნა მწერლის, მთარგმნელისა და პუბლიცისტის ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმი. მუზეუმის გახსნას პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრისა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი აკადემიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული განყოფილების ინიციატივით გაიხსნა.