გაიხსნა ანდრია დადიანის სკვერი და იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი


დღეს, ქალაქის პირველებმა მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის წინ, ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის სკვერი და ძეგლი გახსნეს, ასევე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი.მოწვეულ სტუმრებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ორი დიდი შემოქმედის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს  სიმღერები. ნამუშევრების ავტორია მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!