- დღეს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, გაიხსნა რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონს აქვს უნიკალური პოტენცილი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
დღევანდელ ფორუმს ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმი ორდღიანია და ის ხვალ ანაკლიაში გაგრძელდება.