“გაიღე -მიიღე” – ასეთია ზუგდიდელეი როსტომ ზარანდიას მორიგი საქმიანობის – ლამაზი კარადის წარწერა. კარადა შეინახავს მოსახლეობისაგან მოტანილ ტანსაცმელს თუ სანოვაგეს, ისევ იმ ზუგდიდელი მოქალაქისათვის, რომელიც ამ კარადას გამოხსნის, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის შესამოსელი, ან ლუკმა იპოვოს. ეს ის არის, რაც ზუგდიდს, ნამდვილად, აკლდა და რაც როსტომ ზარანდიამ ფეისბუქელი ფრენდებისაგან ჯგუფში “ზუგდიდი ტაიმს” შეკვეთად მიიღო. კარადის მოსამზადებლად აუცილებელი თანხაც “ფრენდებისგან” ააგროვდა.
“-სოციალურ ქსელში გახსნილია ჯგუფი “ზუგდიდი თაიმსი”. სწორედ ამ ჯგუფის წევრებისაგან წამოვიდა ინიციატივა დაგვედგა ქალაქში კარადა, სადაც მოქალაქეები იმ ტანსაცმელს და ნივთებს ჩაალაგებდნენ აკურატულად, რაც მათ ოჯახში არ სჭირდებათ, მაგრამ სჭირდებათ სხვა ადამიანებს. პირველი კარადა სოციალურად დაუცველთა სასადილოს გვერდით დავდგით. ფეისბუქის ფრენდებისგან 480 ლარი შეგროვდა ამ ინიციატივის განსახორციელებლად. მე მგონი , სასურველი და აუცილებელია ასეთი კარადები ქალაქის სხვა უბნებშიც დაიდგას.” – უთხრა “ზუგდიდელებს” როსტომ ზარანდიამ.
კარადის დადგმიდან რამდენიმე წუთში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე ჩაალაგეს იქ ლამაზად შეფუთული ნივთები.