გაიმართება წიგნი-ალბომი “ოდაბადეს” პრეზენტაცია


  • 22 აპრილს, 15 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის საგამოფენო დარბაზში, “ოდაბადეს” შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და დადიანების სასახლეების ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართება წიგნი-ალბომი “ოდაბადეს” პრეზენტაცია.

დადიანების სასახლის ინფორმაციით, ორენოვანი წიგნი-ალბომი “ოდაბადე” ასახავს კოლხეთის კულტურას, ეთნოგრაფიას, გასტრონომიას, კოლხურ დამწერლობას, კოლხეთში გავრცელებული ხორბლის ჯიშებს, მეფუტკრეობას, დაფნის კულტურას, ბოლო წლებში სამეგრელოში აღდგენილ უნიკალურ ვაზის ჯიშებსა და კოლხურ ფოლკლორს.

ალბომში ასევე განთავსებულია ლევან მეორე დადიანის დაკვეთით, მამუკა თავაქარაშვილის მიერ, 1646 წელს ხელით გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსნის“ გვერდების ასლები.

მსურველებს საშუალება ექნებათ იქვე შეიძინონ წიგნი-ალბომი ავტოგრაფით და ასევე დააგემოვნონ აღდგენილი კოლხური ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინოები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!