„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა, ევროპის დღეების ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხატვის ღონისძიება მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლისა და ასოციაცია „ათინათის“ კლუბის მოსწავლეებმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საზოგადოება, ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჩვენი არჩევანია ევროპა და დასავლური ინსტიტუციები. „კარგია, რომ ამ ღონისძიებას ბავშვებიც უერთდებიან, იმიტომ, რომ ევროპა გვაძლევს ძალიან ბევრ, კარგ შესაძლებლობას, მათ შორის თანამედროვე კარგ ხარისხიან განათლებას, რაც სწორედ ამ ადამიანებს, ამ თაობას სჭირდება“.
ღონისძიების ბოლოს, შეხვედრის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.