გაიმართა ფოტომარათონი “კადრის ფესტივალი 2025”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის” და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით ფოტომარათონი “კადრის ფესტივალი’’ 2024 გამართა.

ფოტომარათონი “სარკმელის” ყოველწლიური აქტივობაა და მობილური ტელეფონით ფოტოს გადაღებით დაინტერესებულ უამრავ ახალგაზრდას აერთიანებს.

ფოტომარათონის მონაწილეების ფოტოებს, კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და 10 ნომინანტს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცემა. 

ინფორმაციისთვის: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, ნიჭიერი ფოტოჟურნალისტის გამოვლენას, მოყვარული ფოტოგრაფების საკუთარი ფოტოგრაფიული ხელწერის განვითარებას, ახალგაზრდების მიერ პუბლიცისტური ფოტოჟანრების შესწავლას, ფოტოსიუჟეტის გააზრებას, ფოტოების ციფრული დამუშავების გამოცდილების მიღებას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და კომუნიკაბელურობას, ფოტოკადრების შერჩევის გამოცდილების მიღებას და ფოტოპრეზენტაციის გამართვის პრაქტიკას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!