გაიმართა ფილმის ჩვენება უსინათლოებისთვის ტიფლოკომენტარებით


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ორგანიზებით, ტრენინგ ცენტრმა “ცოდნა,” ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან ერთად, გიორგი ოვაშვილის ფილმის “გაღმა ნაპირის” ჩვენება გამართა ტიფლოკომენტირებით უსინათლო მაყურებლებისთვის.

ორგანიზაციის “მომავალი იწყება დღეს”, უსინათლოთა რეაბილიტაციის ხელმძღვანელმა მარინა მამულიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ დღეს, ზუგდიდში, პირველად, შედგა უსინათლოებისთვის ადაპტირებული ფილმის ჩვენება.

“მიღებული მეთოდია უსინათლო ადამიანებისთვის ადაპტირებული იყოს თეატრი, კინო… ფილმი უსინათლო ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ფილმების ჩვენება ტიფლოკომენტირებით შედის ჩვენი სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ ციკლში. სპეცპედაგოგებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, ეს მეთოდიკა და უნდა გამოიყენონ  უსინათლო ადამიანებთან მუშაობის დროს. როგორ აღწერონ გარემო, როგორ გააგებინონ რა ხდება  ირგვლივ, ამ მხრივაც ფილმი ძალიან საინტერესოა. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია”.

ფილმი ადაპტირებულია პოლონური ორგანიზაცია HumanDoc და ქართული “მომავალი იწყება დღეს” თანამშრომლობით, პროექტ “კულტურა ბარიერების გარეშე” ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია International Visegrad Find მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!