17 მაისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია “ოჯახის სიმტკიცის და სიწმინდის დაცვის დღეს” აღნიშნავს. ამ დღეს, ზუგდიდი პირველად შეუერთდა და საყოველთაო მსვლელობა მოეწყო სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრამდე. მსვლელობის მონაწილეებმა სალიტანიო მსვლელობა მოაწყვეს. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის პირველებმა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა და ოჯახები დალოცა. მეუფის ინფორმაციით, დღეს საღმოს გაიმართება საქვოლმოქმედო კონცერტი სადაც მრავალშვილიანი ოჯახებს საჩუქრებს გადასცემენ სხვადასხვა კომპანიები.„ დღეს, პირველად აღინიშნება ეს დღე ზუგდიდში. ჩვენ ვუერთდებით ამ დღესასწაულს. მრევლათან და სასულეირო პირებტან ერთად, ლიტანიობით მივემართებით მშენებარე ტაძარში, სადაც გადავიხდით პარაკლისს და დავლოცავთ ოჯახებს“- უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KA-wQYquWRE[/embedyt]