გაიმართა ნინელი ჭითანავას სახელობის ხელოვნების ფესტივალი “ქARTული”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ნინელი ჭითანავას სახელობის ხელოვნების ფესტივალი ,ქARTული” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.

ღონისძიების დასაწყებამდე, სტუმრებმა პატივი მიაგეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი დირექტორის, ნინელი ჭითანავას ხსოვნას.

ფესტივალის ორგანიზატორებმა, ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადეს და ხელმძღვანელები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ფესტივალის მიზანია შემოქმედებითი ჯგუფების წარმოჩენა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა.

ფესტივალის ორგანიზატორია ააიპ ,,ხელოვნების ცენტრი” (დამფუძნებელი ნინო გოგოხია).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve − five =

Akismet ანტისპამი