- 22-23 აპრილს, თბილისში, საქართველოს ხელოვანთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა კლასიკური მუსიკის მე-16 ეროვნული კონკურსის “მომავლის ვარსკვლავების” დასკვნითი გალა კონცერტი.
დაჯილდოების ცერემონიაზე წარსდგნენ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1, N2 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლების მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებული მონაწილეობისთვის აღსაზრდელებმა დაიმსახურეს საპატიო ადგილები და ლაურეატის წოდებები. ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისთვის ასევე დაჯილდოვდნენ პედაგოგებიც.