- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ანა გულორდავას ნამუშევრების გამოფენა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანას ნაქარგოგები და ხელნაკეთი დეკორატიული ცვილის სანთლები.
დღევანდელ შეხვედრაზე, ანამ ისაუბრა თავის ნამუშევრებზე, მათი დამზადების ტექნოლოგიასა და თემატიკაზე. ნატურმორტები და პორტრეტები შექმნილია მულინეს ძაფისაგან მაკრამეს ნაჭერზე.
ასევე ჩატარდა ქარგვის საჯარო მასტერკლასი. ანამ მსურველებს აჩვენა ქარგვის ტექნიკა.