- ეს ფოტო, ცნობილი ზუგდიდელის, დილარ დაგარგულიას ოჯახიდან მოგვაწოდეს:
– ცენტრში, გაზეთით ხელში, ბატონი დავით დაგარგულიაა,- დილარის მამა, რომელიც წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ “ყაზახიში გაზეთიდან” და შემდეგ “მებრძოლში” მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: წერილების განყოფილების გამგე, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე, ადგილობრივი რადიოგადაცემების ორგანიზატორი და წამყვანი, საქართველოს რადიოს კორესპონდენტი. სავარაუდოდ, ფოტოზე გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტები არიან აღბეჭდილი მორიგ სარედაქციო შეხვედრაზე. შტატგარეშე კორესპონდენტები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ. ისინი, რედაქციის თხოვნით, ან საკუთარი სურვილით, ამზადებდნენ საგაზეთო წერილებს სხვადასხვა თემაზე. მაშინ, მედიის ძირითადი პლატფორმა გაზეთი იყო და ვინც გაზეთის რედაქციაში მუშაობდა “გაზეთჩიკებს” ეძახდნენ.
ფოტოზე კომენტარები ნახეთ ფეისბუქის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/photo/?fbid=726804299474822&set=a.458833029605285