- გაზაფხულის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „გაზაფხული დადიანებში“ რეგისტრაცია განახლდა.
პროგრამების მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროგრამა „გაზაფხული დადიანებში“- მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას გაზაფხულზე.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან გაზაფხულის სურათებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.(1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).