ბოლო დროს, საზოგადოებაში, ხშირად საუბრობენ, იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ფასიანი გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ზუგდიდელები’’ დაუკავშირდა რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.
ცენტრის დირექტორი დავით ტორუა ურყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ პირველად ჩვენგან გაიგო.„მთავრობაში, ჯანდაცვის სამინისტროში, ამ საკითხზე მსჯელობა, საუბარიც არ ყოფილა და მომავალშიც არ ვფიქრობთ, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ფასიანი გავხადოთ’’.