გაერო სტიქიით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის 25 მილიონ დოლარს გამოყოფს


  • გაერო სტიქიით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა გადაუდებელი დახმარების გაწევას მოხმარდება.

როგორც გაერო-ს პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი აღნიშნავს, გაერო-ს კატასტროფის შეფასებისა და საკოორდინაციო ჯგუფები ადანაში იმყოფებიან და გაზიანთებში ჩასვლას გეგმავენ.

სტიქიით დაზარალებულ ათ პროვინციაში საერთო ჯამში 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1,7 მილიონი სირიელი ლტოლვილია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 108-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვი 38 000-ს აღემატება.

რაც შეეხება სირიას, სტიქიას 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე დაშავებულია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!