გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგი პროკურატურის წინ


გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, გამოკითხვაზე იბარებენ იმ პირებს, ვისაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საგარანტიო სერტიფიკატები გადასცა.

“მას შემდეგ, რაც პირველ ტურში “ქართულ ოცნებას” ვერ უშველა სოფლის რწმუნებულების, საკრებულოს წევრების, საჯარო მოხელეების, მერის, ვიცე-მერის, გუბერნატორის და სრული ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებამ ზუგდიდში და კატასტროფულად წააგო არჩევნები. ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართონ პროკურორები. ჩვენს მხარადამჭერებს, რომელზედაც გაიცა “საგარანტიო სერტიფიკატი” ეკითხებიან, რატომ სჯერათ გაერთიანებული ოპოზიციის და რატომ არ სჯერათ ხელისუფლების. ვერანაირი საარჩევნო მანიპულაცია ამ ხელისუფლებას ვერ უშველის. ვინაიდან, ზუგდიდმა და ზუგდიდელებმა მათ გასაგებად უარი უთხრეს პირველ ტურში და კიდევ უფრო მყარად ეტყვიან უარს მეორე ტურში.”

ანა წითლიძის თქმით, პროკურატურამ დაახლოებით 25 ადამიანი დაიბარა.

სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაბარებული იყო მოქალაქე, დევნილი ინეზა ფარულავა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას დაურეკა პროკურორმა ბადრი ჭკადუამ. “პროკურორმა მითხრა, რომ საგარანტიო სერტიფიკატი გაქვსო აღებულიო და ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არისო”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!