- დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა აქცია გამართეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები შემდეგი წარწერით: “გადაიყვანე, უმკურნალე”, “არა კაც კლა”, “პრეზიდენტს აქვს სიცოცხლის უფლება”, “მოვითხოვთ შესრულდეს სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილება”.