გადათვლის ცენტრებში დღეს ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან


  • ცესკოს ინფორმაციით, დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით გამოევლინათ 7-7 საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 სთ-ზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც.

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები. დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!